გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს
გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

A+ A-

12:33 14/08/2019

გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

როგორც „2020 NEWS”-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“, - განუცხადეს სააგენტოს სუს-ში.