მოვუწოდებ ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე დაიწყონ - მაჭავარიანი
მოვუწოდებ ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე დაიწყონ  -  მაჭავარიანი

A+ A-

14:29 14/08/2019

მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მან ტელეკომპანიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ. მისი განცხადებით, მედიაბიზნესი არაფრით უპირატესი სხვა ბიზნესებზე არ არის.

„ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით.

ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი არ არის სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.