თბილისის ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ 481.6 ათასი ლარი შევიდა
თბილისის ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ 481.6 ათასი ლარი შევიდა

A+ A-

14:34 14/08/2019

თბილისის ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 35 მილიონ 481.6 ათასი ლარი შევიდა, აქედან 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის.

მიმდინარე წლის 6 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით თბილისის ბიუჯეტმა 35,481.6 ათასი ლარი მიიღო, რაც გეგმის - 35 მილიონი ლარის, 101.4%-იანი შესრულებაა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე პერიოდში ობიექტების მიხედვით მიღებული თანხები შემდეგნაირად განაწილდა: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მიღებულია 21,024.4 ათასი ლარი (59.3%), სამორინეს მაგიდიდან - 11,080.0 ათასი ლარი (31.2%), ხოლო დარჩენილი - 3,377.2 ათასი ლარი (9.5%) ნაწილდება წამახალისებელ გათამაშებებზე და სხვა სახის ობიექტებზე.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის 6 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავალი, 3 მილიონ 343.9 ათასი ლარით არის შემცირებული.

წყარო: bpn