ნიკა გვარამია სახალხო დამცველს ხვდება
ნიკა გვარამია სახალხო დამცველს ხვდება

A+ A-

16:26 14/08/2019

“რუსთავი 2“-ს ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახალხო დამცველს ხვდება. როგორც გვარამიამ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სახალხო დამცველი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუციაა,რომელთანაც მიმდინარე პროცესებზე საუბარი შეიძლება.

დღეს გვარამია ომბუდსმენს გააცნობს ტელეკომპანიის წინაშე არსებულ დავალიანებებს და მიაწვდის ინფორმაციებს პერსონალურად მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შესახებ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2“-ს მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა, რომელმაც კომპანიის გენერალურ დირექტორად თანამდებობაზე მისი ავდოკატი პაატა სალია დანიშნა და ამ პოზიციაზე ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მალევე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ - გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წაუყენა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით გვარამიას აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

11 აგვისტოს ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი2“-ს გაყიდვა დააანონსა, გასხვისების მთავარ მიზეზად კი წლების განმავლობაში კომპანიის მიერ დაგროვებული 70 000 მილიონიანი დავალიანება დაასახელა.