ბოდვასაც ხომ აქვს საზღვარი - ფხაკაძე კილაძეს დაუპირისპირდა
ბოდვასაც ხომ აქვს საზღვარი - ფხაკაძე კილაძეს დაუპირისპირდა

A+ A-

16:17 14/08/2019

„ქრონიკა +“ ის რედაქტორის ელისო კილაძის გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ “რუსთავი2”-ს ყიდულობს გიორგი კაპანაძე, მეტსახელად “რიჟა“, ხოლო მმართველ რგოლში იქნებიან ნინო შუბლაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და თაკო ფხაკაძე, ხმაური მოჰყვა. 

კილაძეს  “პრაიმტაიმი”-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ფხაკაძე გამოეხმაურა, რომელმაც  გავრცელებული ინფორმაცია ბოდვად შეაფასა.

“მენეჯმენტში არა, ეგ ჩემთვის გავლილი ეტაპია, პირდაპირ კოსმოსში ვაპირებ გაფრენას (ვაი თქვენ პატრონს)… ბოდვასაც ხომ აქვს საზღვარი. პრაიმტაიმის თათბირის ამბავიც გაბაზრებულა და თეთრი კონვერტებისაც. აუუ… რუსულ თემასაც მიგვიხვდნენ, არ არის კონსპირაცია ჩემი ძლიერი მხარე”- წერს ფხაკაძე. 

აღნიშნულ პოსტს თავის მხრივ ელისო კილაძე გამოეხმაურა.

“თაკო ფხაკაძემ, “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი არაო (არადა,მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობს), პირდაპირ კოსმოსიო-სუსის თეთრი კონვერტების გავლით (ხანდახან რუსების ფულითაც)

არადა, “რიჟამ“ თათბირიც “პრაიმტაიმში” ჩაატარა-გრანდიოზული გეგმები გვაქვსო და ჟურნალისტებსაც თაკო ფხაკაძე ელაპარაკება! გასაგებია, წინასწარ გაბაზრება გაუტყდათ”– დაწერა კილაძემ.

შეგახსენებთ, ხათუნა ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თაკო ფხაკაძე გაზეთ “პრაიმტაიმი”-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია დღემდე, ხოლო ნინო შუბლაძე “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და ამ დრომდე საჯარო მოხელეა.

„რუსთავი 2 “- ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ კი „2020NEWS“ განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, გეგმავს თუ არა გიორგი კაპანაძე “რიჟა“ არხის შეძენას. 

მისი ინფორმაციით, არხის შეძენის წინადადებით ამ დრომდე არც ერთ ბიზნესმენს არ მიუმართავს.