ჯალათმა ფეხი მომაჭრა - 14 წლის სირიელი ბიჭი “ისლამური სახელმწიფოს“ მებროძლებმა სასტიკად აწამეს
ჯალათმა ფეხი მომაჭრა - 14 წლის სირიელი ბიჭი “ისლამური სახელმწიფოს“ მებროძლებმა სასტიკად აწამეს

A+ A-

17:07 14/08/2019

14 წლის სირიელი ბიჭი „ისლამური სახელმწიფოს“ მებროძლებს თვენახევრის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ და სასტიკად აწამებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მოზარდი უარს ამბობდა ტერორისტთა ტრენინგების გავლაზე. გამოცემა frontline-თან ომარი საუბრობს, რომ უამრავ მის თანატოლს მოუწია სისასტიკით გაჯერებული იდეოლოგიური და ფიზიკური მომზადების გავლა, რომელიც ე.წ. „ურწმუნოების წინააღმდეგ“ არის მიმართული. ისინი ბავშვებს, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი 8 წლის გახლდათ, აჩვენებდნენ ფილმებს, თუ როგორ სჯიდნენ სიკვდილით მათ, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას არ იზიარებდა. საბოლოოდ ომარს საჯაროდ ხელი და ფეხი მოკვეთეს. Frontline-ს მიერ

გადაღებულ ფილმში ჩანს ის მამაკაციც, რომელიც ჯალათის ფუნქციას ასრულებდა და „ბულდოზერის“ მეტსახელით იწოდებოდა. გამოცემამ ეს დოკუმენტური მასალა, ISIS-დან გამოქცეული ბავშვების ინტერვიუებთან ერთად 2015 წელს მოამზადა. და აი რას ყვება ომარი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ 14 წლის იყოს:

„მე დამატყვევეს და თვენახევარი მაწამებდნენ. ისინი ამბობდნენ: „რატომ არ ვდებ ერთგულების ფიცს ისლამურ სახელმწიფოსთან? რატომ არ ებრძვი არამუსლიმებს, როცა ისინი კლავენ მუსლიმებს“.

მოზარდი ყვება, რომ საბოლოოდ საზარელი დასჯა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა შეერთებოდა ISIS-ს. „მათ შეკრიბეს ხალხი. ხელი ხის კონსტრუქციაში ჩამისვეს, შემდეგ ჯალათმა ფეხი მომაჭრა. ეს ანახეს სხვებსაც“, - ყვება ომარი.

ამ ამბიდან მალევე ომარმა კეთილისმსურველის დახმარებით და დიდი რისკის ფასად სირიიდან გაქცევა მოახერხა. მასთან ინტერვიუ ერთ-ერთ ბანაკში ჩაიწერა, სადაც ფსიქორეაბილიტაციისა და დერადიკალიზაციის კურსებს სხვა ბავშვებიც გადიან.

„როდესაც მათ ხელი და ფეხი მომაჭრეს, სიცოცხლის ბოლო წუთებს ვითვლიდი“, - ამბობს ომარი.

„მათ მოიყვანეს ბავშვები, თინეიჯერები და უთხრეს: "ეს კაცი არის ურწმუნო, ამიტომ ჩვენ ხელი და ფეხი მოვაჭერით. ყველა, ვინც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ფეხები და ხელები მოწყვეტილი ექნება“, - იხსენებს ISIS-ს იდეოლოგთა სიტყვებს მოზარდი.