ივლისის თვეში თბილისში 22 კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა
ივლისის თვეში თბილისში 22 კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა

A+ A-

17:32 14/08/2019

2019 წლის ივლისის თვეში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ახალ მშენებლობაზე ჯამში გაიცა 187 მშენებლობის ნებართვა. ამის შესახებ აღნიშნულია არქიტექტურის სამსახურის ივლისის სტატისტიკაში.

მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ივლისში გაცემული ნებართვები ასე ნაწილდება: ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ფუნქციით - 141 მშენებლობის ნებართვა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციით - 22 მშენებლობის ნებართვა.