“ფორსაჟის” გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
“ფორსაჟის” გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

A+ A-

17:51 14/08/2019

ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. სავარაუდოდ, აღნიშნული შეზღუდვა “ფორსაჟის” მე-9 ეპიზოდის გადაღებებს უკავშირდება.

როგორც შპს “ენკენი ფილმს ფფ9” აცხადებს, ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისადა რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება:

  • 18 აგვისტო – 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი
  • 26 აგვისტო – 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი
  • 2-7 სექტემბერი: რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
  • 6-7 სექტემბერი: თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა
  • 8-16 სექტემბერი: ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო.
  • 16 სექტემბერი: უნივერსიტეტის ქუჩა.

აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

გადაღების პროცესს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა.

შპს „ენკენი ფილმს ფფ9“ გზების გადაკეტვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით ახორციელებს.