კოალიციებზე კი არა, სამშობლოს გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ - ინაშვილი
კოალიციებზე კი არა, სამშობლოს გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ - ინაშვილი

A+ A-

18:12 14/08/2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ირმა ინაშვილს ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის წინა პლანზე წამოწევა უადგილო და ხელოვნურად „აწეულ“ თემად მიაჩნია.

“რა დროს კოალიციაზე საუბარია, 2020 წლამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი?! მრჩება განცდა, რომ კოალიციურ მმართველობაზე აქცენტირება ახლა იმის ინტერესში შედის, ვისაც არჩევნებზე სამართლიანი წარმატების მოპოვების ეშინია. მოთმინება, ბატონებო, მოთმინება. პოლიტიკაში სულსწრაფობა, შფოთვა და ბორგვა დიდი შეცდომების დაშვებას იწვევს ხოლმე და, როგორც წესი, ეს შეცდომები შემდგომ გამოუსწორებელია. დაველოდოთ 2020 წელს და მერე ვილაპარაკოთ. სულ ესაა. 2020 წლამდე ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი საბრძოლველი გვაქვს. კოალიციებზე კი არა, სამშობლოს გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ”, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წელს არჩევნები პორპორციული წესით, ნულოვანი პარიერის პირობებში ჩატარდება. როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება.