სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ინტენსივობას გავზრდით - ინაშვილი
სექტემბრიდან  საპროტესტო აქციების ინტენსივობას გავზრდით - ინაშვილი

A+ A-

18:30 14/08/2019

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი სექტემბრიდან ინტენსიურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ირმა ინაშვილი პოლიტიკურ პროცესს „მოწყვეტილ“ ადამიანებს, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გვრდში დგომას სთხოვს.

“მიტინგები არა თუ არ შეწყდება, სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს. მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, - გახდით ჩვენი მხარდამჭერები! მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, - დაგვიდექით გვერდში! მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, - ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა! და ბოლოს, მივმართავ აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს , - დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!”, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.