ნიკა გვარამია პროკურატურაში იმყოფება
ნიკა გვარამია პროკურატურაში იმყოფება

A+ A-

18:50 14/08/2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება.

გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადდა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.