დედოფლისწყაროში ორი პირი ავტომანქანის ქურდობისთვის დააკავეს
დედოფლისწყაროში ორი პირი ავტომანქანის ქურდობისთვის დააკავეს

A+ A-

14:39 17/08/2019

კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ქურდობისათვის, ორი პირი დააკავა.

მოქალაქეებმა, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში, ავტომანქანა გაქურდეს. მათ, მოქალაქეს, მაგნიტოფონი და აკუმულატორი მოპარეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე დაკავებულს, 4- დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.