“ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას რუსულ პროპაგანდაზე ააგებს
“ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას რუსულ პროპაგანდაზე ააგებს

A+ A-

10:56 19/08/2019

“ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას რუსულ პროპაგანდაზე ააგებს. “როგორც ახლა გამოიყურება, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას მთლიანად რუსულ პროპაგანდაზე ააგებს. ივანიშვილის გზავნილები იქნება:

1. მე თუ არ ვიქენი, რუსეთთან ომი იქნება.

2. პროდასავლური ხალხი თუ იქნა ხელისუფლებაში, პუტინი ემბარგოს დაგვადებს და მოგშივდებათ.

3. ლიბერალები თუ მოვიდნენ - ქართველობას დავკარგავთ და “ელჭიპიტი” გავხდებით. აქამდეც არ აკლებდა, მაგრამ ახლა მკაცრად ამ მესიჯ ბოქსში იჯდება. ხო და კიდევ ერთ ადგილობრივ თავისებურებას დაუმატებს (2-3 ქოცი პარტაქტივი მყავს მეგობრებში და ეტყობათ) - “ნაცები მოვლენ და შურს იძიებენ”. აი, ამაზე იქნევა აწყობილი მთელი შემდეგი წელი ქოცური კამპანია”, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.