ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვა სურს
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვა სურს

A+ A-

12:30 19/08/2019

აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის ყიდვის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 "ამაზე ვსაუბრობთ. ასეთი იდეა გაჩნდა და ვთქვი, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება", - აღნიშნა ტრამპმა. 

პრეზიდენტმა იდეას "უძრავი ქონების მსხვილი ხელშკრულება" უწოდა და დასძინა, რომ თეთრ სახლში სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის აშშ-ის რომელიმე რეგიონის გადაცვლას. 

თავის მხრივ, დანიის პრემიერმინისტრმა ტრამპის იდეას "აბსურდული" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტმა იხუმრა. 

აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას გამოთქვა. სტატიას დანიელი პოლიტიკოსების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი Reuters-სთან განაცხადა, რომ „ქვეყანა ბიზნესისთვის ღიაა, მაგრამ - არ იყიდება“.