ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ფერისცვალებას ულოცავს
ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ფერისცვალებას ულოცავს

A+ A-

14:38 19/08/2019

საქართველოს პატრიარქი საქართველოს მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ფერისცვალებას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული. მაცხოვარმა წაიყვანა მოწაფეები პეტრე, იაკობი და იოანე. ავიდა თაბორის მთაზე და გამოეცხადა მათ წინაშე. მისი სახე და სამოსელი ბრწყინავდა ვითარცა მზე. ეს იყო ღვთაებრვი ნათება. ეს იყო ნაწილი იმ ნათებისა რომელიც ჰქონდა მაცხოვარსა. აი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. ერთ მდგომარეობაში არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. და აი დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში , ბუნებაში, გონებაში საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლო ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს” – ბრძანა პატრიარქმა.