თურქეთის ჯარმა სირიის საზღვარი გადაკვეთა
თურქეთის ჯარმა სირიის საზღვარი გადაკვეთა

A+ A-

14:44 19/08/2019

თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქი სამხედროები ქალაქ ხან-შეიხუნისკენ მიემართებიან, სადაც სირიის სახელმწიფო ჯარი ამბოხებულებს ებრძვის. 

სირიის ჩრდილოეთით, ქურთისტანის მებრძოლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა. მან დასძინა, რომ აშშ და რუსეთი მისი გეგმის შესახებ ინფორმირებულია.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა  გაიმართება, სადაც სირიაში განვიტარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ.ბ