6 თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა - 3708 კი დაშავდა
6 თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა - 3708 კი დაშავდა

A+ A-

16:55 19/08/2019

ავტოსაგზაო შემთხვევის რიცხვი კოლოსალურად მაღალ ნიშნულზეა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა 2019 წლის 6 თვეში სულ 19 273 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევებს 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3708 დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში  - 12 227,  ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი კი გურიაში - სულ  224 შემთხვევა  ფიქსირდება. 

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 17,544  შემთხვევა შეადგინა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით 2729 შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული ორი კვარტლის მონაცემი, რომ შევადაროთ გასული წლის მთლიან ჯამთან, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 41 118 შეადგინა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით 6452 შემთხვევა ხოლო 34 666 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემთხვევა დაფიქსირდა.

2018 წელს ავტოავარიების 459 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულების რაოდენობამ 9047 ადამიანი შეადგინა.