ბესელიას პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა
ბესელიას პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა

A+ A-

17:31 19/08/2019

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის" ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროს მიერ.

პარტიამ დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ აირჩია ეკა ბესელია. ასევე არჩეულია პოლიტიკური საბჭო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და რაიონული ორგანიზაციების შექმნა. ასევე დაიწყო ქალთა ორგანიზაციისა და ახალგაზრდული მოძრაობის ჩამოყალიბების პროცესი.

პარტიაში გაწევრიანდა ბევრი პოლიტიკისთვის ახალი, თუმცა პროფესიაში წარმატებული, საინტერესო ადამიანი და მათ წარდგენას და საზოგადოებისთვის გაცნობას პარტია სექტემბრის ბოლოს გეგმავს.