ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

17:27 19/08/2019

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2434 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2395 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5229 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5421 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 აგვისტოდან შევა ძალაში.