სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

A+ A-

18:19 19/08/2019

ზუგდიდში, სოფელ რუხის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა. 

მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ფოტო: პირველი არხი