პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ - გაბუნია
პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ - გაბუნია

A+ A-

21:46 20/08/2019

“პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, ბოდიშის მოხდა რომ სდომოდა, აქამდე მოიხდიდა.

მანვე კომენტარი გააკეთა მისი მხრიდან, საფლავების გინებაზე და განაცხადა, რომ პუტინის მშობლების საფლავზე მნიშვნელოვანია, ის ადამიანები, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ საფლავებში აღმოჩნდნენ.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ დრომდე არსად არ გამოჩნდა და კომენტრი არავისთვის მიუცია, რადგან გეგმავდა, რომ ამას პირველად „რუსთვი 2“ -ზე გააკეთებდა.

არხზე დღეს განვითარებულმა მოვლენებმა, გაბუნიას გეგმები შეცვალა.