საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს

A+ A-

21:57 20/08/2019

ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს რვა მოქალაქე ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ ოჯახებში დაბრუნდებიან.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური და სოსო დვალიშვილი.