“შუბლაძესთან შეხვედრაზე ჟურნალისტები უარს ამბობენ, ვერავინ დაითანხმა ნიუსის წაყვანაზე“
“შუბლაძესთან შეხვედრაზე ჟურნალისტები უარს ამბობენ, ვერავინ დაითანხმა ნიუსის წაყვანაზე“

A+ A-

13:32 21/08/2019

„კურიერი” არც 12 საათზე გავიდა ეთერში. მის ნაცვლად ქართული ფილმი გადის. „ქრონიკა +“- ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ ტელეკომპანიაში ბუნტია.

„კურიერში ბუნტია! ამ წუთებში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება!

ნინო შუბლაძესთან შეხვედრაზე ჟურნალისტები უარს ამბობენ. ლაშა ნაცვლიშვილის კაბინეტიდან გამოსულს აქ რა უნდაო.

ვერავინ დაითანხმა ნიუსის წაყვანაზე!

სხვაგან მოხვდით, პატივცემულო სალია !“ , -  წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთგუშინ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟოჟოლიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის "რუსთავი2"-იდან წავიდნენ საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესეიაშვილი.