ე.წ. სტაიანშიკებს უფლება არ აქვთ მძღოლებს ფული მოსთხოვონ - კალაძე
ე.წ. სტაიანშიკებს უფლება არ აქვთ მძღოლებს ფული მოსთხოვონ - კალაძე

A+ A-

15:30 21/08/2019

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური, ეს უკანონოა. მისივე თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს და სხვა პირების მიერ თანხების მოთხოვნა დანაშაულია.

„თუ ასეთი შემთხვევები ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ხვდება ასეთ სიტუაციაში, მარტივად აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს, შსს-ს და მოჰყვება რეაგირება . ე.წ სტაინშიკები არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნება არის ადამიანების, თუ უნდა გადაუხდის ფულს, თუ უნდა არ გადაუხდის. ამ ადამიანებს არ აქვს არანაირი უფლება მოსთხოვოს მანქანის მძღოლს რაიმე საფასური. ეს უკანონოა. ასეთი სამსახური, ადამიანები იდგნენ და დაეხმარონ ავტომობილის დაყენებაზე არ არსებობს. პარკინგებს ჩვენ ვაწყობთ ქალაქში და თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს არის დანაშაული და უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს, – განაცხადა კახა კალაძემ.