ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის განთავსების ადგილს არ ამხელს
ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის განთავსების ადგილს არ ამხელს

A+ A-

17:35 21/08/2019

 “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჯერ-ჯერობით არ ამხელს, სად განთავსდება მისი ახალი ტელევიზია .“2020NEWS“-თან საუბარში გვარამიამ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი ახალი ტელევიზია “ასტრა-პარკის“ შენობაში იქნება.

„ჯერ-ჯერობით არ ვიტყვი, სად განთავსდება ჩემი ტელევიზია. მოკლედ, არ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ “ასტრა-პარკში“ განთავსდება“ - განუცხადა გვარამიამ “2020NEWS“.

მისივე ინფორმაციით, “რუსთავი2“-დან წასული მთავარი ჟურნალისტები, მის ტელევიზიაში იმუშავებენ.

“ჩვენთან ვინც მთავარი და მნიშვნელოვანი ჟურნალისტია ყველა იქნება. გინახავთ აქამდე “კურიერი“ ეთერში, რომ არ გასულიყო? ხომ არ იცით, რატომ ხდება? იმიტომ, რომ დირექტორი კი არ ვიყავი, არამედ ლიდერი ვიყავი და ჩვენ ვიყავით გუნდი. აი, ეს არის ამბავი. გუნდი მუშაობს ასე“,- განუცხადა “2020NEWS“ გვარამიამ.