დარჩება თუ არა “სხვა შუადღე“ “რუსთავი 2“ - ზე
დარჩება თუ არა “სხვა შუადღე“ “რუსთავი 2“ - ზე

A+ A-

18:23 21/08/2019

ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა „რუსთავი 2“- ზე „სხვა შუადღე“. როგორც „2020NEWS“, „სხვა შუადღის“ ერთ-ერთმა წამყვანმა გვანცა დარასელიამ განუცხადა, მისი გუნდის წევრებს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

„რამდენიმე დღეში გუნდი შეიკრიბება და გადავწყვეტთ, დავრჩებით თუ არა არხზე. ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - აღნიშნა გვანცა დარასელიამ სააგენტოსთან საუბარში.

დარასელიამ ამ ეტაპზე არხზე მიმდინარე მოვლენების კომენტირებისგან თავი შეიკავა.

„ამ თემაზე ახლა საუბარი არ მინდა, როდესაც გუნდი საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, კომენტარს გავაკეთებ“, - განაცხადა დარასელიამ. 

შეგახსენებთგუშინ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟოჟოლიანი „რუსთავი 2“-დან  გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის "რუსთავი2"-იდან წავიდნენ საინფორმაციო  "კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესეიაშვილი.  არხზე საინფორმაციო გამოშვება დღეს არ გასულა.