“რუსთავი 2“ - ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია, შემოთავაზება იყო - ნინო შუბლაძე
“რუსთავი 2“ - ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია, შემოთავაზება იყო - ნინო შუბლაძე

A+ A-

18:35 21/08/2019

ყოფილი ტელე-წამყვანი ნინო შუბლაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას “რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ “რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ. მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას, ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ. ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად, არც ახლა გადავალ ამ ზღვარს. ამიფეთქდა ტელეფონი, თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო . პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ” – წერს ნინო შუბლაძე.