ჩემი სახლიდან წავედი - “რუსთავი 2“ ნინო სამყურაშვილმაც დატოვა
ჩემი სახლიდან წავედი - “რუსთავი 2“ ნინო სამყურაშვილმაც დატოვა

A+ A-

19:10 21/08/2019

„რუსთავი 2“ - დან ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილიც წავიდა. ამის შესახებ სამყურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„ჩემი სახლიდან წავედი ....ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილებაა... არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა... მაგრამ ჩემი ხელით ვერ დავანგრევდი იმას, რაც 13 წელი ჩემი ხელით, ჩემი წილი ნამდვილად ავაშენე.

ჩემო „რუსთავი2 “-ებო ყველას დიდი მადლობა.

პ.ს. ნახვამდის, არ გემშვიდობებით და კიდევ შევხვდებით, თან აუცილებლად“, - წერს ნინო სამყურაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთგუშინ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟოჟოლიანი „რუსთავი 2“-დან  გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის "რუსთავი2"-იდან წავიდნენ საინფორმაციო  "კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესეიაშვილი. 

არხზე საინფორმაციო გამოშვება დღეს არ გასულა.