ჟურნალისტები ჯოგი ჰგონია - გვარამია ხალვაშს პასუხობს
ჟურნალისტები  ჯოგი ჰგონია - გვარამია ხალვაშს პასუხობს

A+ A-

18:14 22/08/2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ის არხის ჯალათია.  

„რუსთავი 2“ - ის ჯალათი.

პირუტყვის ჯოგი გონია ჟურნალისტები, თვითონ 36 კბილა ცხენს.

იდი ნა..ი, ქიბარ. არ მუშაობს ეგ შენი ბონუსების თემა და ბიძინას ფსევდონიმი რომ ხარ შენც და შენი ჩვარი სალიაც, ყველამ იცის. პირველად 25 წლის განმავლობაში ჩამოშალეთ არხი და პირველად რუსული გავლენის „რუსთავი 2“ მივიღეთ“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.


შეგახსენებთ, დღეს ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, არხისთვის დაეკარგა სახე და ის აგრესიული პროპაგანდის იარაღად ექციათ. 

ქიბარმა დღეს ასევე განაცხადა, რომ არხზე საინფორმაციოს დაბრუნებას სექტემბრისთვის ვარაუდობს. 

დღეს გადაცემა „PS“-ის გუნდმა „რუსთავი 2“ დატოვა, მანამდე ტელევიზია „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა.

მეორე დღეა, არხზე არ გადის საინფორმაციო გამოშვება.