ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება

A+ A-

15:20 23/08/2019

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ ცენტრალური ქუჩა გადაკეტონ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ პაციენტის მნახველებს შორის ჩხუბი 2 მარტს მოხდა. ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაიჭრა, ხუთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

ფაქტზე დაკავებულია 4 პირი. მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.