საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო, ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია? - თამარ ივერი პრეზიდენტს მიმართავს
საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო, ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია? - თამარ ივერი პრეზიდენტს მიმართავს

A+ A-

17:15 23/08/2019

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ფეისბუქზე სალომე ზურაბისვილის განცხადებას ეხმაურება. ცნობილი მომღერალი პრეზიდენტს მიმართავს, თუ რატომ ერთხელ არ თქვა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის გამო, საქართველოს გული იწვის.

„შენ, დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა, მაგრამ საქართველოს გული იწვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვისთვისო, ერთხელ მაინც სადმე დაგიწერია? თუ ამაზონი უფრო ტრენდული თემაა და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე თავის გაპიარების საშუალებას გაძლევს?“, - წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ხანძარს “ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც წერს - “ საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად“.

ცნობისთვის, ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.