50 მილიარდი დოლარის მფლობელი დევიდ კოხის გარდაცვალების მიზეზი უცნობია
50 მილიარდი დოლარის მფლობელი დევიდ კოხის გარდაცვალების მიზეზი უცნობია

A+ A-

18:10 23/08/2019

ამერიკელი მილიარდერი და Forbes-ის მიხედვით მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი ადამიანი დევიდ კოხი გარდაიცვალა.

მილიარდერი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის 79 წლის იყო. 

დევიდ კოხი 1940 წლის 3 მაისს დაიბადა. ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ ძმებთან ერთად ქიმიური წარმოების ფირმაში Koch Industries დაიწყო მუშაობა. 

დევიდ კოხი აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1980 წელს ლიბერტარიანული პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი იყო. 

მისი ქონება $50 მილიარდ დოლარს შეადგენდა.