მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

A+ A-

18:22 23/08/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა. ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას.

აღინიშნა, რომ ბელორუსში ქართული სავაჭრო სახლის გახსნა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობების ინტენსიურობას.