მორჩით ხალხის დაშინებას - ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს - გვარამია
მორჩით ხალხის დაშინებას - ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს - გვარამია

A+ A-

21:48 23/08/2019

მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას, - წერს „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე. იგი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი აქვთ და ტექნიკაც.

„მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო („რუსთავი 2“ ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მითუმეტეს.

ვიწყებთ სექტემბერში. „კურიერს“ როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.

ნუ შინდებით და ნუ აჰყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა, თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ“.

იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.