24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:04 23/08/2019

ვერძი - თქვენი საქმეების შეფერხება ზარმაცი და უპასუხისმგებლო ადამიანების ბრალია. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. 

კურო - საკუთარი ქცევით გარშემო მყოფებსაც აიძულებთ, რომ კეთილები და სხვების დამფასებლები იყოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

ტყუპი - იმისათვის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოთ, გაერკვიეთ რა გსურთ. ზოგიერთი დიეტის დაწყებას გადაწყვეტს, ზოგიც - დაწყებული სწავლის გაგრძელებას. 

კირჩხიბი - დახმარებისთვის ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. რჩევა შეგიძლიათ სოციალურ ქსელის ჯგუფშიც იკითხოთ. კარგად გაანალიზეთ სიტუაცია, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. 

ლომი - შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. ამ უკანასკნელებთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება. ზოგიერთს სასიამოვნო სიურპრიზი ელის. 

ქალწული - აჩქარებით შეიძლება საქმეები გააფუჭოთ. მოერიდეთ ურთიერთობას თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან. 

სასწორი - გაანალიზეთ ის ცვლილებები, რაც თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს მოხდა. ზოგიერთი კავშირის სამუდამო გაწყვეტა კარგს არაფერს მოგიტანთ. 

მორიელი - ზედმეტი ემოციურობის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ საქმეების მოგვარება და გარშემო მყოფებთან მშვიდი საუბარიც კი. იყავით მოვლენების საქმის კურსში, მაგრამ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. 

მშვილდოსანი - გონიერ და ენერგიულ ადამიანებთან გელით შერკინება. თავდაჯერებულად იმოქმედეთ და უფრო მეტად დატკბით სანახაობით. 

თხის რქა - შეხვედრების, ტელეფონზე საუბრების დღეა. იყავით მოსიყვარულე ახალი და ძველი მეგობრების მიმართ. საქმიანი შეხვედრაც კი მეგობრულ გარემოში ჩაატარეთ. 

მერწყული - დასვენების დღის მიუხედავად სამსახური საქმეები მაინც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. გაერკვიეთ თქვენს პირად ურთიერთობებში. 

თევზები - რთული საქმეების მოგვარებას მარტივი გზებით ვერ შეძლებთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. საღამო მეგობრული გარემოში გაატარეთ.