არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

A+ A-

11:24 24/08/2019

არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა.

გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს! Слава Україні!“ - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.