ჩვენ უკვე 100 ათასი ვართ, შევხვდებით ეთერში - გვარამია
ჩვენ უკვე 100 ათასი ვართ, შევხვდებით ეთერში - გვარამია

A+ A-

12:25 24/08/2019

 “რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ტელევიზიას "მთავარ არხს", სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

"ჩვენ უკვე ასი ათასი ვართ, სულ რაღაც ერთ დღეში! ასი ათასი ვართ და ერთად ვიბრძვით თავისუფლების მოსაპოვებლად. ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში შევხვდებით ეთერში. მანამდე, დაალაიქეთ ჩვენი არხი და თვალყური გვადევნეთ" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია მას შემდეგ შექმნა, რაც “რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი “რუსთავი 2“-დან გაათავისუფლეს ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი. მათი გათავისუფლების შემდეგ, არხი ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა დატოვა. ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიამ ასევე სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მათ “რუსთავი 2 ზე კარგი შენობაც და აპარატურაც აქვთ, ხოლო ყოფილ “რუსთავი 2“ ის ჟურნალისტებს ასე მიმართა:

„იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი“.

გვარამია ახალი არხის გახსნას სექტემბრიდან აანონსებს.