მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს
მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის შვილი დააკავეს

A+ A-

12:40 24/08/2019

სამართალდამცავებმა მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დააკავა. საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება.

შსს-ს ინფორმაციით, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ბრალდებით დააკავეს.

ცნობისთვის, გოგა გოგია სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკრებულოს კანცელარიის უფროსი იყო. 2015 წელს მან საკვალიფიკაციო ტესტირება ვერ გაიარა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

წყარო: პრაიმტაიმი