უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად აღნიშნავს
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად აღნიშნავს

A+ A-

18:59 24/08/2019

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარიინსკის სასახლეში ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები შეიკრიბნენ. მათ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს, რომელიც მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გარდა, სასახლეში იმყოფებოდნენ: - ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო. ფოტო ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, უკრაინაში დამოუკიდებლობის დღე, 1994 წლიდან ყოველწლიურად, 24 აგვისტოს აღინიშნება.