დიდი შვიდიანის სამიტი ოფიციალურად გაიხსნა
დიდი შვიდიანის სამიტი ოფიციალურად გაიხსნა

A+ A-

10:10 25/08/2019

საფრანგეთში დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მასპინძელი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ის უკვე მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს, რომელთა შორისაც არის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. სამიტი ქალაქ ბიარიცში იმართება და ლიდერების მოლაპარაკებების მთავრი თემა ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა, ბრექსიტი და ამაზონის ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძარი იქნება.

ამას გარდა, პოლიტიკოსები განიხილავენ თავდაცვისა და დემოკრატიის საკითხებს, ასევე გენდერული თანასწორობის თემას და შეეხებიან განათლებისა და გარემოს დაცვის საკითხებსაც.

დიდი შვიდიანის სამიტს პირველად დაესწრება დიდი ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. დისკუსიას ასევე ესწრება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც.

დიდი შვიდიანის წევრები არიან საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ-ი. სამიტი საფრანგეთში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.