ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

A+ A-

11:03 25/08/2019

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს და პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს. ე.წ. არჩევნებში 9 კანდიდატი - შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ კაკალია,ასტამურ ტარბა, ალხას კვიცინია, ლეონიდ ლაკერბაია და ასევე მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ღებულობს მონაწილოებას. ოკუპირებულ რეგიონში სულ 152 საარჩევნო უბანია. უბნები ასევე გაიხსნა რუსეთის ფედერაციაში.

სოხუმში 50 საერთაშორისო დამკვირვებელი ჩავიდა,მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმის 7 დეპუტატი და 4 სენატორი, რუსეთ-ბელორუსის საპარლამენტო კრების სამი წარმომადგენელი. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი ასევე გამოთქვეს ნიკარაგუას ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ალბა ასუსენა ტორესმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, ვენესუელას, ასევე თურქეთის და ბელგიის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა. არჩევნების უსაფრთხოებას კი 700 მდე სამართალდამცავი უზრუნველყოფს.