სოფელ მულახში საპროტესტო აქცია იმართება​
სოფელ მულახში საპროტესტო აქცია იმართება​

A+ A-

11:31 25/08/2019

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა ​მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. ისინი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მათი თქმით, არ არსებობს საავტომობილო გზა, არ არის კარგად გამართული ელექტროგადამცემი ხაზები და არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.

აქციის მონაწილეების თქმით ისინი გზის გახსნას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

აქციის მონაწილეებს რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. ამასთან, გუბერნატორი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად მულახის თემში გაემგზავრა.