ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძრისას 10-მდე ადამიანი დაშავდა
ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძრისას 10-მდე ადამიანი დაშავდა

A+ A-

11:51 25/08/2019

ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით კი 8. 

ცეცხლი სომხეთის დედაქალაქში მდებარე „მალატია მოლში“ 24 აგვისტოს გაჩნდა. თავდაპირველად, გაჩენილ ხანძარს 430-ზე მეხანძრე-მაშველი აქრობდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინება გამთენისას, 05:24 საათზე შევიდა.

ხანძრის შედეგად დაშავებული მოქალაქეები სხვადახვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა კვამლით არის მოწამლული. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.