დავბრუნდი იქ, სადაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილია! - ნინო თოლორდავა
დავბრუნდი იქ, სადაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილია! - ნინო თოლორდავა

A+ A-

18:26 25/08/2019

სექტემბრიდან "იმედზე" ქრონიკას ნინო თოლორდავა წაიყვანს, ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.  

“ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ, სადაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან "იმედზე" ქრონიკაში შევხვდებით, მიყვარხართ !”, - წერს თოლორდავა.

სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ნინო თოლორდავა  ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ზე 9 საათიან კურიერს წაიყვანდა.