მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია - იმნაიშვილი
მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია - იმნაიშვილი

A+ A-

20:31 26/08/2019

რამდენიმე წუთის წინ „რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილი მედიასთან წარადგინა, როგორც არხის მომავალი აღმასრულებელი დირექტორი

იმნაიშვილის თქმით, გუნდის დიდ ნაწილს, რომელიც წნეხის გამო წავიდა ტელეკომპანიიდან, სურვილი აქვს, დაბრუნდეს ტელევიზიაში.

იმნაიშვილის აცხადებს, რომ მას ექნება ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია.

„გვახსოვს, რომ „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. თუმცა, როგორც კი ის გახდა გამარჯვებული, ხალხსაც და მფლობელებსაც ის წაართვეს... მაქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.


„კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.