გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძე - ჯაფარიძის პარტიაში არ იქნება
გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძე - ჯაფარიძის პარტიაში არ იქნება

A+ A-

12:21 28/08/2019

“ახალი მემარჯვენეების“ წევრი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ზუსტად იცის იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ აპირებს.

“ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში გიორგი კვირიკაშვილი არ აღმოჩნდება. არ გიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი კვრიკაშვილი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან ერთად აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას", - განუცხადა "2020NEWS"-ს ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი არც თავად აპირებს ახალ გაერთიანებაში ყოფნას.

"რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალას, ამჟამად საგანმანათლებლო საქმიანობით ვარ დაკავებული. მე ვარ “ახალი მემარჯვენეების“ წევრი, მაგრამ ყოველდღიურ პარტიულ ცხოვრებაში ჩართული არ ვარ“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახალ პარტიას სექტემბერში დააფუძნებენ.