აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია - ნიკოლ ფაშინიანი
აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა  და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია - ნიკოლ ფაშინიანი

A+ A-

12:40 28/08/2019

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები განსხვავებულია. სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის კონფლიქტებს აიგივებს, რაც ფაშინიანისთვის მიუღებელია.

"აუცილებელია, ამ საკითხებს შორის უზარმაზარი განსხვავების დემონსტრირება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს დღესაც კი მშვიდად შეუძლიათ საქართველოს დედაქალაქში თბილისში ჩასვლა და ადგილობრივ ბაზრებში აუცილებელი პროდუქციის ყიდვა და შემდეგ უკან დაბრუნება. ხოლო, რუსეთის მოქალაქეს ბაქოს აეროპორტიდან უკან გზავნიან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სომხურ გვარს ატარებს. ხანდახან, ეს მაგალითი უფრო სრულ წარმოდგენას ქმნის ყარაბაღის საკითხზე, ვიდრე მრავალსაათიანი ლექცია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის სომხებმა მოისურვეს, რეგიონი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1994 წელს კი ხელმოწერილი ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რეგიონში კვლავ გრძელდება სამხედრო დაპირისპირება.