გიორგი მარგველაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას არ აპირებს
გიორგი მარგველაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანებას არ აპირებს

A+ A-

18:13 28/08/2019

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასა და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა.

“2020NEWS“ გიორგი მარგველაშვილის სამომავლო გეგმებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პოლიტიკურ კულუარებში მარგველაშვილი-ხაზარაძის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

“2020NEWS"-თვის ასევე გახდა ცნობილი, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების პარტიაში ბევრი ცნობილი სახე გაერთიანდება, რომელთა შორის არ იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჯაფარიძე-ხაზარაძის თანამოაზრედ მიიჩნევა.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამოქალაქო მოძრაობასა და ახალ პარტიას სექტემბერში დააფუძნებენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე