ჩემი ქმარი გეგმავს „უბედური შემთხვევის“ მოწყობას ჩემსავე მანქანაში - ჩანაწერი რომელიც პრინცესა დიანამ სიკვდილამდე დაწერა
ჩემი ქმარი გეგმავს „უბედური შემთხვევის“ მოწყობას ჩემსავე მანქანაში - ჩანაწერი რომელიც პრინცესა დიანამ სიკვდილამდე დაწერა

A+ A-

14:27 29/08/2019

ცოტა ხნის წინ მედიაში სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. ის 1997 წლის 31 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს ხდის ფარდას

ბურუსით მოცულ საქმეში სამეფო ოჯახის შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს ხალხი. 
სასამართლომ დაადგინა, რომ პრინცესა დიანა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ჭეშმარიტების ძიება დღემდე გრძელდება. ერთ-ერთი ჩანაწერი კი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.



პრინცესას წერილი და მოწმეების ჩვენებები ცხადყოფს, რომ მისი გარდაცვალება არ იყო შემთხვევითი.

„ამ ოქტომბრის დღეს მე ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და მაქვს ძლიერი სურვილი ვიღაცამ ჩამიხუტოსგამამხნევოს, რომ ძლიერი ვიყო და თავი მაღლა ავწიო. ”ჩემი ცხოვრების ეს ყველაზე საშიში ეტაპია - ჩემი ქმარი გეგმავს „უბედური შემთხვევის“ მოწყობას ჩემსავე მანქანაში, მუხრუჭების სერიოზულ დაზიანებას, რათა მიეცეს შესაძლებლობა დაქორწინდეს თიგიზე. სიტყვა კამილა სხვა არაფერია , თუ არა მახე - ყველა ჩვენგანს კაცი იყენებს, ამ სიტყვის ყველა გაგებით“,-წერია წერილში.

ჩანაწერი გაგზავნილია პაულ ბურელისთვის ყოფილი მსახურისთვის, 1993 წლის ოქტომბერში. პრინც ჩარლთან 10 თვიანი განცალკევებით ცხოვრებისას.