დონალდ ტრამპს სლოვენიაში ქანდაკება დაუდგეს
დონალდ ტრამპს სლოვენიაში ქანდაკება დაუდგეს

A+ A-

17:14 29/08/2019

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მეუღლის სამშობლოში, სლოვენიაში ხის ქანდაკება დაუდგეს. გამოცემა INDEPENDENT-ის  ინფორმაციით, მონუმენტი 25 ფუტის სიმაღლისაა და ხის მასალისგან არის დამზადებული.

ქანდაკებაზე ტრამპი ლურჯად შეფერილი სარჩულით და კაშკაშა წითელი ჰალსტუხით არის გამოსახული, რომელიც მხიარულად გამოიყურება. უცნობია, ვინ შექმნა პრეზიდენტის ხის მონუმენტი. როგორც გამოცემა წერს, ტრამპს ეს ნამდვილად არ მოეწონება.

ცოტა ხნის წინ სლოვენიაში, მშობლიურ ქალაქში ძეგლი მელანია ტრამპსაც დაუდგეს, რომელმაც სოციალურ ქსელში მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, ნამუშევარი საკმაოდ უხეშადაა შესრულებული.